მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ევროკავშირის დამკვირვებლებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ დანაღმვის ფაქტი არ შეუნიშნავთ

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ტერიტორიების დანაღმვის ფაქტი არ შეუნიშნავს , - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის მისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 
'მედიის მიერ ბოლო დროს გავრცელებული უპასუხისმგებლო ინფორმაციის საპირისპიროდ, აფხაზეთის (ისევე, როგორც სამხრეთ ოსეთის) ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ტერიტორიების დანაღმვის ფაქტი არ შეუნიშნავს. რეალურად, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას სთხოვეს საქართველოს შესაბამისი უწყებებისათვის განაღმვითი ოპერაციის შესახებ გადაეცა ინფორმაცია. გარდა ამისა, მისიამ ადგილზე, ოტობაიას მახლობლად, სადამკვირვებლო ჯგუფი გააგზავნა, რათა აღნიშნული სამუშაოების მონიტორინგი განეხორციელებინა. ადგილზე მისიის სადამკვირვებლო ჯგუფმა მხარეებს შორის ინფორმაციის გაცვლას შეუწყო ხელი', - ნათქვამია განცხადებაში. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები