მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ევროკავშირის ელჩს ალასანიას განცხადების არ სჯერა

ევროკავშირის სრულუფლებიანი ელჩი ფილიპ დიმიტროვი ივანიშვილის კოალიციის ერთ-ერთი ლიდერის ირაკლი ალასანიას განცხადებას, სამეგრელოში უკანონო ბანდფორმირებებთან დაკავშირებით ეხმაურება.როგორც დიმიტროვი ტელეკომპანია 'მაესტროსთან' ამბობს, მას ალასანიას განცხადების სიმართლეში ეჭვი ეპარება.

'საქართველოში ევროკავშირი სერიოზულადაა წარმოდგენილი და არა მარტო ჩემი ოფისის სახით. აქ იმყოფება კიდევ 200 ადამიანი, რომელიც საქართველოში მიმდინარე მოვლენებს თვალს მუდმივად ადევნებს და მათი ძირითადი ყურადღება სწორედ კონფლიქტური საზღვრის აქეთა მხარესაა მიმართული. თუ ზუგდიდში ეს პროცესები მართლა მიმდინარეობს, გამოდის, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ვერ შეამჩნია. აქედან გამომდინარე, ინფორმაციას სარწმუნოდ ვერ მივიღებ.' - ამბობს ფილიპ დიმიტროვი.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ალასანიამ სამეგრელოში უკანონო ბანდფორმირებების ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით განცხადება, დიპლომატებთან შეხვედრის დროს გააკეთა, დოკუმენტაციის აფიშირებაზე კი სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე თქვა უარი და ის რეაგირებისთვის უშიშროების საბჭოს გადაუგზავნა.

მის განცხადებას კი უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია გამოეხმაურა, მან ალასანიას განცხადებებს 'უპასუხისმგებლო ბოდვა' უწოდა და საზოგადოებას მის მიერ გაგზავნილი 7 -გვერდიანი დოკუმენტაცია გააცნო.

droni.ge

ე.შ 

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები