მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ევროკავშირის მისია ყველა მხარეს თავშეკავებისკენ მოუწოდებს

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად, ყველა მხარეს თავშეკავებისკენ მოუწოდებს.

«ინტერპრესნიუსის' ინფორმციით, ამის შესახებ მისიის განცხადებაშია ნათქვამი. განცხადების თა­ნახმად, მისია ინფორმირებულია, რომ საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა უსაფრთხო­ების ზომების გაძლიერების ფარგლებში, გაზარდეს თავიანთი წარმომადგენლობა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ტერიტორიებზე. 'არსებული ვითარების გამო მისიას აქვს რეგულარული კავშირი საქართველოს ხელისუფლებასთან და გამოხატავს შეშფოთე­ბას ადგილობრივი მოსახლეობისთვის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის ფაქტებზე. განვითარებული მოვლენების შესახებ ინფორმაციის გაზიარების მიზნით ჩვენ ასევე დავუკავშირ­დით რუსეთის ფედერაციის მესაზღვრეებს და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებას 'ცხე­ლი ხაზის' მეშვეობით,' - აცხადებს სადამკვირვებლო მისია. ამასთან, ევროკავშირის სადამკვირ­ვებლო მისიამ ამ ტერიტორიებზე პატრულირება გააძლიერა.

24 საათი

მ.ბ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები