მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ევროკავშირის შს მინისტრები შენგენის ზონაში საპასპორტო კონტროლის აღდგენაზე შეთანხმდნენ

 

ევროკავშირის შინაგან საქმეთა მინისტრები ჩრდილოეთ აფრიკიდან ემიგრირებულთა დიდი ნაკადის გამო შენგენის ზონაში საპასპორტო კონტროლის აღდგენაზე შეთანხმდნენ.

მინისტრები გამოვიდნენ ინიციატივით გადიხედოს 10 წლის განმავლობაში მოქმედეი შენგენის ხელშეკრულება და ხელმომწერ 26 სახელმწიფოს თავიანთი საზღვრების კონტროლის უფლება მიეცთ.

მინისტრები ასევე შეთანხმდენენ ახლო აღმოსავლეთიდან და ჩრდილოეთ აფრიკიდან ემიგრირებულთა საკუთარ სახლებში დაბრუნებაზე.

აღნიშნულ ინიციატივას ევროკავშირის 22 სახელნწიფოდან 15-მა დაუჭირა მხარი, 6-მა თავი შეიკავა, ხოლო 4 სახელმწიფოს შს მინისტრი კი გადაწყვეტილების წინააღმდეგ გამოვიდა. 
საპასპორტო კონტროლის აღდგენის საკითხი განხილულ იქნება ივნისში შენგენის ხელშეკრულების წევრი სახელმწიფოების პრეზიდენტებისა და პრემიერ-მინისტრების შეხვედრაზე.

შენგენის შეთანხმების რეფორმირების საკითხის განხილვა ევროპარლამენტსაც მოუწევს. 
შეგახსენებთ, რომ საკითხის ინიცირება იტალიამ და საფრანგეთმა მოახდინეს. დანიამ კი შიდა კონტროლის მექანიზმები უკვე აამუშავა.

ჯი-ეიჩ-ენი

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები