მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ევროკავშირის 28-ე წევრი ხორვატია იქნება

ხორვატია ევროკავშირში 2013 წელს გაწევრიანდება - ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა 2013 წლის 1 ივლისიდან ხორვატიის გაწევრიანების საკითხი შეათანხმეს.

ხორვატია ევროკავშირის 28-ე ქვეყანა იქნება. 'ევროკავშირი გამოდის მოწოდებით გადადგმულ იქნეს ყველა აუცილებელი ნაბიჯი ივნისის ბოლომდე ხორვატიის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დასრულებისათვის', _ ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ეს ფორმულირება ევროკავშირის წევრი-სახელმწიფოების პრონციპულ თანხმობას ნიშნავს ორგანიზაციაში ხორვატიის გაწევრიანების შესახებ, ვინაიდან ხორვატიასა და ევროკავშირს შორის მოლაპარაკებათა პროცესი გაწევრიანების შესახებ უკვე დასრულებულია. წლის ბოლომდე უნდა გამორმდეს შეთანხმება ხორვატიის მიღებასთან დაკავშირებით, რომელიც ძალაში 2013 წლის 1 ივლისს შევა, მას შემდეგ რაც მის რატიფიკაციას ევროკავშირის ყველა ქვეყანა მოახდენს.

აღნიშნული შეთანხმების ხელმოწერამდე კი ხორვატიის მიმართ იმოქმედებს მონიტორინგის მექანიზმი, რომელიც ევროკავშირის მხრიდან განხორციელდება. მოხდება დაკვირვება ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე, უპირველეს ყოვლისა იუსტიციის, კორუფციასთან ბრძოლისა და ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის სფეროში.

ბრიუსელში მყოფმა ხორვატიის პრემიერმა იადრანკა კოსორმა, რომელსაც კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია უკვე დაარქვა ამ გადაწყვეტილებას 'ევროკავშირის საჩუქარი, რომელიც ქვეყნის დამოუკიდებლობის 20 წლისათვის გაკეთდა'.

'ჯი-ეიჩ-ენი'

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები