მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ევროკავშირი პატიმართა მიმართ განხორციელებული ძალადობის გამო შეშფოთებას გამოთქვამს

ევროკავშირი გლდანის ციხეში პატიმართა მიმართ განხორციელებული ძალადობის გამო შეშფოთებას გამოთქვამს.

ევროკავშირის მირ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მნიშვნელოვანია ეს და სხვა ფაქტები გამჭვირვალედ იქნას გამოძიებული.

„ევროკავშირი შოკირებულია პატიმართა მოპყრობის შემაძრწუნებელი კადრებით. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ეს და სხვა ინცინდენტები სიღრმისეულად და გამჭვირვალედ იქნას გამოძიებული და პასუხისმგებელი პირები წარსდგნენ მართლმსაჯულების წინაშე. პატიმართა მიმართ დამამცირებელი მოპყრობა ადამიანის უფლებათა დარღვევის უმნიშვნელოვანესი საკითხია, როგორც ეს სახალხო დამცველის ანგარიშებშია მოხსენიებული. მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას ყველა ზომა გამოიყენოს ამ დარღვევების აღმოფხვრისთვის',- ნათქვამია განცხადებაში.

internet.ge 

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები