მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ევროკავშირი საქართველოს სოხუმთან და ცხინვალთან დიალოგისკენ მოუწოდებს

ლუქსემბურგში, ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოუწოდეს საქართველოს, გააგრძელოს ეფექტური დიალოგი სეპარატისტულ რეგიონებთან - აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან. ასეფვე, ევროკავშირი მიესალმება საქართველოში არჩევნების მშვიდობიანად ჩატარებას.

სპეციალურ  განცხადებაში ნათქვამია:

„ევროკავშირი იმედოვნებნებს, რომ გაგრძელდება საქართველოს მონაწილეობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიაში და საქართველო გააგრძელებს ეფექტურ პოლიტიკას სეპარატისტულ რეგიონებთან მიმართებაში'.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი მზადაა კვლავაც ჩართული იყოს საქართველოში ვითარების სტაბილიზაციასა და დარეგულირებაში, კერძოდ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სახით. ორგანიზაცია ამჯერადაც ადასტურებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

Internet.ge

ე.შ

 

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები