მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ევროკავშირი: სომხეთის ატომური ელექტროსადგური უნდა დაიხუროს

ევროკავშირი სომხეთის მეწამორის ატომური ელექტროსადგურის სასწრაფოდ დახურვას მოითხოვს, რამდენადაც „მას არ შეუძლია სრულყოფილი იყოს ბირთვული უსაფრთხოების საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად' - იუწყება Trend.

როგორც Mediamax წერს, ამ თემაზე საუბარია ევროკომისიისა და საგარეო საქმეების და სომხეთში 2011 წელს ევროპული სამეზობლო პოლიტიკის რეალიზების შესახებ უსაფრთხოების პოლიტიკაში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ერთობლივ დოკუმენტში.

„სომხეთმა დღემდე არ შეადგინა დეტალური გეგმა ატომური სადგურის ექსპლუატაციიდან გამოყვანის შესახებ. სომხეთი აგრძელებდა უსაფრთხოების ნორმების გაუმჯობესებას ატომურ ელექტრსადგურზე, რომლის დახურვასაც ის  ჩანაცვლებითი სიმძლავრეების შექმნის შემდეგ გეგმავს. სომხეთი ემზადება რუსული ტიპის ახალი ბირთვული რეაქტორის ასაშენებლად, მიუხედავად იმისა, რომ დაფინანსების საკითხი მთავარ პრობლემად რჩება. იაპონიის ფუკუსიმაზე მომხდარი ინცინდენტის შემდეგ, სომხეთმა გამოხატა მზადყოფნა, ევროკავშირთან ერთად, ევროკავშირის სტანდარტების გათვალისწინებით, ატომურ ელექტროსადგურზე უსაფრთხოებისა და რისკების შეფასება მოეხდინა' - ნათქვამია დოკუმენტში.

მეწამორის ატომური ელექტროსადგური 1970 წელს აშენდა. 1988 წლის დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ ის დახურეს, თუმცა 1995 წელს, საერთაშორისო პროტესტის მიუხედავად, სადგურის მუშაობა კვლავ განახლდა.

Internet.ge

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები