მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ევროკავშირ-საქართველოს საპარლამენტო თანამშრომლობის კომისიის სხდომა გაიმართება

2-3 მაისს ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო თანამშრომლობის კომისიის სხდომა გაიმართება.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, 2 მაისს საკანონმდებლო ორგანოში ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო თანამშრომლობის კომისიის მე-14 სხდომა გაიხსნება. მას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტის მოადგილე თორნიკე გორდაძე და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელი ფილიპ დიმიტროვი გახსნიან.

3 მაისს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილი და ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო კომისიის თანათავმჯდომარე მილან ცარბნოხი ერთობლივ ბრიფინგს გამართავენ.

დელეგაციის წევრები არასამთავრობო ორგანიზაციების, ოპოზიციის წარმომადგენლებს და მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებელს თემურ აბაშიძეს შეხვდებიან.

'ჯი-ეიჩ-ენი'

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები