მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ევროპარლამენტი: რუსეთმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე პასპორტების გაცემა უნდა შეწყვიტოს

რუსეთმა უნდა შეწყვიტოს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე - სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში პასპორტების გაცემა და პატივი უნდა სცეს გაფორმებულ შეთანხმებას. ასევე უნდა გაიყვანოს ჯარები ოკუპირებული ტერიტორიებიდან. ნათქვამია ევროპარლამენტის რეზოლუციაში, რომელიც ნიჟნი-ნოვგოროდში დაგეგმილ შეხვედრამდე იქნა მიღებული.

'ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო ურთიერთობების საკითხებში ქეტრინ ეშტონმა უნდა დაარწმუნოს რუსეთი შეწყვიტოს პასპორტების გაცემა ოკუპირებულ ტერიტორიებზე', - ნათქვამია რეზოლუციის ტექსტში.

ევროპარლამენტარები რუსეთში პოლიტიკური ზეწოლის არსებობას და პოლიტიკურად მოტივირებულ სასამართლოსაც აკრიტიკებენ.

დოკუმენტში უმაღლესი ორგანოს წარმომადგენლები შეშფოთებას გამოთქვამენ რუსეთში მედიის თავისუფლების შეზღუდვის გამოც.

 

ჯი-ეიჩ-ენი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები