|
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიებზე არსებულ არაღიარებულ რესპუბლიკებს დიალოგისკენ მოუწოდებს . გამოცემა 'ნიუსლენდის' ცნობით, აღნიშნული რეზოლუციის ტექსტი ევროპარლამენტის ვებგვერდზეა განთავსებული. რეზოლუციის 47-ე პუნქტში აღნიშნულია, რომ მაღალჩინოსნები, რომლებიც ევროკავშირის საგარეო პოლიტიკას კურირებენ, უნდა გააქტიურდნენ დნესტრისპირეთსა და სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტების დარეგულირების კუთხით. იქვე აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილებები უნდა ეფუძნებოდეს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს: მათ შორის თვითგამორკვევისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებს. მომდევნო პუნქტში კი ნათქვამია, რომ ევროპელმა ჩინოვნიკებმა, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საგარეო პოლიტიკაზე, უნდა გაითვალისწინონ არაღიარებულ რესპუბლიკებთან დაკავშირებით პრაგმატული ინიციატივები და ინოვაციური მიდგომები. კერძოდ, უნდა განახორციელონ 'არაფორმალური კონტაქტები აღნიშნული არაღიარებული რესპუბლიკების დე-ფაქტო ხელმძღვანელებთან და საზოგადოების წარმომადგენლებთან'. ამასთან, რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირმა უნდა გააგრძელოს არაღიარების პოლიტიკა ამ რესპუბლიკებთან მიმართებაში.
ინტერპრესნიუსი
ე.შ
|
|
მსგავსი თემები
|
|
|
|