მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის თბილისში ჩატარებაზე ხელშეკრულება გაფორმდება

2015 წლის ევროპის ახალგაზრდული ზაფხულის ოლიმპიური ფესტივალის თბილისში ჩატარების შესახებ ოფიციალური ხელშეკრულება დღეს გაფორმდება .
კონტრაქტი იტალიის დედაქალაქ რომში, ევროპის ოლიმპიური კომიტეტების შტაბ-ბინაში გაფორმდება. დოკუმენტს ხელს მოაწერენ ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი პატრიკ ჰიკი, თბილისის მერი გიგი უგულავა და საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი გია ნაცვლიშვილი. ცერემონიალს ასევე ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი რამაზ გოგლიძე დაესწრება.
2015 წლის ევროპის ახალგაზრდული ზაფხულის ოლიმპიური ფესტივალის თბილისში ჩატარების გადაწყვეტილება 27 ნოემბერს, ბელგრადში, ევროპის ოლიმპიური კომიტეტების გენერალურ ასამბლეაზე გადაწყდა.
თბილისის გარდა ფესტივალის მასპინძლობის სურვილს ჩეხეთის ქალაქი ბრნოც გამოთქვამდა, თუმცა კენჭისყრის შედეგად გამარჯვებულად თბილისი დასახელდა.

'ინტერპრესნიუსი'

შ.კ.

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები