მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ევროპის საპარლამენტო ასამბლეამ ბაშარ ასადის რეჟიმს განაჩენი გამოუტანა

ევროპის საპარლამენტო ასამბლეამ სირიის საკითხე რეზოლუცია მიიღო და გაეროს უშიშროების საბჭოს ქვეყნაში იარაშის იწოდებაზე ემბარგოს დაწესება მოსთხოვა.
ასამბლეის ოფიციალური ინფორმაციით რეზოლუცია ერთხმად იქნა მიღებული. მის წინააღმდეგ ხმა მხოლოდ რუსეთის დელეგაციის სამა წევრმა მისცა. 
რეზოლუციის პროექტი, რომელიც გაეროს გადაეგზავნება, საგმაოდ მკაცრია.
მასში აღნიშნულია, რომ საპარლამენტო ასამბლეა შეშფოთებულია სირიაში დემოკრატიული გარდაქმნების მოომხრეთა მიმართ განხორციელებულლი ძალადობით, როდესაც სახელისუფლებო ძალების მიერ მოკლულია 11 ათასზე მეტი ადამიანი.
რეზოლუციაში საუბარია ადამიანის უფლებების სისტემატიურ დარღვევებზე, რომელიც კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ტოლფარდია. ასევე საპროტესტო აქციების მონაწილეთა მკვლელობებზე, სექსუალურ ძალადობაზე, მათ შორის ბავშვებზე. 
რეზოლუციის მეცხრე პუნქტში ფაქტობრივად გაანაჩენია გამოტანილი ბაშარ ასადის რეჟიმისთვის: დეიქატორულლ რეჟიმს, რომელიც ათეულობით წლები ჩაგრავდა სირიელ ხალხს, მომავალი არ გააჩნია... ნათელია, რომ ასადის რეჟიმის არსებობა დასასრულისკენ მიდის, რაც სერიოზულ პასუხისმგებლობას აკისრებს როგორც საერთაშორისო თანამეგობრობას, ასევეე ქვეყნის ოპოზიციას.
მეათე პუნქტში კი საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს 'მშვიდობიან სირიისაათვის -პრეზიდენტ ასადის გარეშე'.
რეზოლუციაში საუბარია იმაზეც, რომ კოფი ანანის სამშვიდობო გეგმა ასადის რეჟიმის მიერ არ სრულდება. ამასთან დაკავშირებით, აუცილებლობად არის მიჩნეული იარაღის მიწოდებაზე ემბარგოს დაწესება. 
'სირიელ ხალხს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა თავისუფლად ააშენოს თავისი მომავალი. ამ მიზნის მისაღწევად ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბელეა მოუწოდეს გაეროს უშიშროების საბჭოს შემოიღოს ემბარგო სირიაში იარაღისა და შესაბამისი მოწყობილობების მიწოდებაზე', - აღნიშნულია რეზოლუციაში.

'ჯი-ეიჩ-ენი' 

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები