მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> 'ევროპის სახალხო პარტიის' წევრებმა საქართველოში ვიზიტი დაასრულეს

საქართველოში ვიზიტად მყოფი 'ევროპის სახალხო პარტიის' დელეგაციის წევრები პატიმრების მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ გავრცელებულ ვიდეომასალას გამოეხმაურნენ.

მათი განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ მომხდარს ხელისუფლების მხრიდან სწრაფი რეაგირება მოჰყვა. 

'ევროპის სახალხო პარტიის' წარმომადგენლების თქმით, მომხდარის გამო არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ არ უნდა დადგეს და ამ მოვლენებმა არ უნდა დაჩრდილოს ის ფაქტი, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები იქნება საქართველოს დემოკრატიულობისა და ევროპული არჩევანის ტესტი. 

'ევროპის სახალხო პარტიის' დელეგაცია, რომელშიც ევროპარლამენტის ორი წევრი შედიოდა, საქართველოში რამდენიმედღიანი ვიზიტით იმყოფებოდა და ქვეყანაში წინასაარჩევნო გარემოს აკვირდებოდა. მათ საქართველოში ვიზიტი დღეს დაასრულეს.

internet.ge

ე.შ

 

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები