მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ევროპული მხარე საქართველოში განხორციელებულ რეფორმებსა და მიღწეულ პროგრესს მიესალმება

ბრიუსელში, ვაჭრობის, ეკონომიკურ და მასთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებზე, საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ქვეკომიტეტის 11-ე შეხვედრა, ექსპერტების (დირექტორების) დონეზე გაიმართა.  

შეხვედრაზე ევროპული მხარე, საქართველოს მიერ მთელ რიგ სფეროებში განხორციელებულ რეფორმებსა და მიღწეულ პროგრესს მიესალმა.

ქართული მხრიდან სხდომას თავმჯდომარეობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი თეა ახვლედიანი, ხოლო ევროპული მხრიდან -ევროკომისიის ვაჭრობის საკითხების გენერალური დირექტორატის ევროპის (არაევროკავშირის) და ცენტრალური აზიის სამმართველოს უფროსის მოადგილე ფილიპ კუისონი. სხდომაში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს შესაბამისი უწყებების, ევროკომისიის, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის წარმომადგენლები.

შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ბოლო ერთი წლის განმავლობაში ეკონომიკის დარგში და ვაჭრობის სფეროში საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის გაღრმავების თვალსაზრისით განხორციელებული საქმიანობა, მათ შორის განხილულ იქნა მაკროეკონომიკური მდგომარეობა საქართველოსა და ევროკავშირში, თანამშრომლობა ინვესტიციების წახალისების, საგადასახადო და საბაჟო სფეროებში და სხვ.

შეხვედრაზე მიმდინარე მსჯელობებისას განსაკუთრებული ყურადღება იქნა გამახვილებული საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო ზონასთან დაკავშირებულ თემებზე. ამ მხრივ, მხარეები მიესალმნენ ხსენებული მიმართულებით მოლაპარაკებების დაწყებას.

ევროკავშირის მხარემ დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ მოსამზადებელ ეტაპზე განხორციელებული წარმატებული სამუშაო და ხაზი გაუსვა ამ კუთხით რეფორმების გაგრძელების მნიშვნელობას, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ევროკავშირთან ეკონომიკურ ინტეგრაციას, ევროკავშირის შიდა ბაზარზე შეღწევადობის თვალსაზრისით.

სხდომაზე მხარეებმა, აგრეთვე იმსჯელეს შემდგომ ღონისძიებებზე და ევროკავშირის შესაძლო მხარდაჭერაზე დახმარების პროგრამების განხორციელების გზით.

ვაჭრობის, ეკონომიკურ და მასთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ქვეკომიტეტი წარმოადგენს ევროკავშირთან თანამშრომლობის პოლიტიკური დიალოგის ერთ-ერთ ფორმატს ექსპერტების დონეზე, რომელიც ყოველწლიურად იმართება.

internet.ge

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები