მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთს საქართველოდან ჯარების გაყვანა მოსთხოვა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთთან მიმართებაში ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი რეზოლუცია მიიღო.

დოკუმენტი შეეხება არა მარტო ქვეყნის შიგნით მდგომარეობას, რომელსაც მკაცრი შეფასებები ეძლევა, არამედ რუსეთის პოლიტიკას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებითაც.

როგორც მოსკოვში შეაფასეს, ეს 16 წლის მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი რეზოლუციაა, რომელსაც კრემლმა „ანტირუსულიც' კი უწოდა.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ კიდევ ერთხელ მოსთხოვა რუსეთს თავისი ჯარების გაყვანა აფხაზეთიდან, ცხინვალის რეგიონიდან და დნესტრიპირეთიდან, ასევე მოსთხოვა სქართველო-რუსეთის ომის შემდეგ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ რუსეთმა უარი უნდა თქვას პრივილეგირებულ ინტერესთა ზონებზე, დაგმობილია ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებული პასპორტიზაციაც. ასევე, რუსეთს მოსთხოვეს, ხელი შეუწყოს დევნილთა ღირსეულ დაბრუნებას ოკუპირებულ რეგიონებში და გააუქმოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარება.

„როგორც რადიო' თავისუფლებასთან საუბარში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ევროსაბჭოში მამუკა ჟღენტმა განაცხადა, ქართული მხარის ძალისხმევით რეზოლუციაში შეტანილმა პუნქტებმა მოსკოვის დიდი გაღიზიანება გამოიწვია.

რაც შეეხება რუსეთის შიგნით ვითარების შეფასებას, რეზოლუცია მოითხოვს ჯგუფ Pussy Riot-ის საქმის გადახედვას, გმობს ბოლო თვეებში მიღებულ რეპრესიულ კანონებს, რომლებიც მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის გამოყენებას უშვებს, ასევე მკაცრად კიცხავს ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტების დევნას და ქვეყანაში მმართველი პარტიის - „ედინაია როსიას' მონოპოლიას.

internet.ge

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები