მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ევროსაბჭოში საქართველოს საკითხის განხილვისას რუსები იზოლაციაში აღმოჩნდნენ

ევროსაბჭოში საქართველოს საკითხის განხილვისას რუსები იზოლაციაში კიდევ ერთხელ აღმოჩნდნენ, ამჯერად ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე გამართული მსჯელობის დროს. ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს შესახებ მოხსნება განიხილებოდა, რომლის შემდეგაც ევროსაბჭოს უნდა მიეღო გადაწყვეტილება, რომლითაც ის საქართველოში მიღწეულ პროგრესს და გატარებულ რეფორმებს მიესალმებოდა.

აღნიშნულ ინიციატივა მიუღებელი აღმოჩნდა რუსეთის ფედერაციისთვის. მათ ამ კონკრეტული საკითხის დოკუმენტიდან ამოღებაზე კენჭისყრაც მოითხოვეს, რომლის დროსაც მათ პოზიციას მხარი არც ერთმა დელეგაციამ არ დაუჭირა.

მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებით, ევროსაბჭო მიესალმება, ნაკისრი ვალდებულებების შესრულების თვალსაზრისით, საქართველოში მიღწეულ პროგრესს. აღნიშნული მოხსნება პოლიტიკურ საკითხთა და დემოკრატიის გენერალური დირექტორის ჟან ლუი ლორანის ავტორობით არის შექმნილი.

დოკუმენტში საუბარია საქართველოში ბოლო პერიოდში გატარებულ რეფორმებსა და მიღწეულ წარმატებებზე, კონკრეტულად კი - კორუფციის, ფულის გათეთრების და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით გაწეულ მუშაობაზე. ასევე განხილული იყო სასამართლო სისტემაში მიმდინარე რეფორმები. 

ჯეონიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები