მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> 'ევრო 2020'-ის მასპინძლობასთან დაკავშირებით საქართველომ განაცხადი დამოუკიდებლად შეიტანა

ფეხბურთში ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის მასპინძლობის შესახებ საქართველომ უეფაში განაცხადი დამოუკიდებლად შეიტანა. ამის შესახებ დღეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა განაცხადეს. 
მათი თქმით, აზერბაიჯანულ მხარესთან მიმდინარეობდა მოლაპარაკებები, თუმცა საბოლოოდ იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რომ აზერბაიჯანი ამ ეტაპზე ფოკუსირებულია 2020 წელს ქვეყანაში ოლიპიური თამაშების ჩატარებაზე და ამ კუთხით მუშაობა უკვე დაწყებულია, პარალელურ რეჟიმში ბაქო ყურადღებას ვერ გადაიტანდა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ჩატარებაზე. 
როგორც საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, ამის მიუხედავად, საქართველოს აქვს იმედი და ამბიცია, რომ თავს გაართმევს ყველა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას. მისი თქმით, უეფას თანხმობის შემთხვევაში, საქართველო აუცილებლად შეძლებს ევროპის ჩემპიონატისთვის სათანადოდ მომზადებას. 
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ზვიად სიჭინავას განცხადებით, გუშინ საღამოს ქართულმა მხარემ უკვე გადაგზავნა შესაბამისი წერილი უეფას გენერალურ სამდივნოში და ამ წერილს უკვე დღეს განიხილავს უეფას ხელმძღვანელობა.
რაც შეეხება ჩემპიონატის მასპინძლობისთვის აუცილებელ წინაპირობებს, როგორც ზვიად სიჭინავამ აღნიშნა, აუცილებელია აშენდეს მინიმუნ 12 სტადიონი სხვადასხვა ქალაქში, რომელთაგან აუცილებლად უნდა იყოს ორი სტადიონი, რომელიც 50 000 მაყურებელზე იქნება გათვლილი, 3 სტადიონი - 40 000 მაყურებელზე და 4 სტადიონი - 30 000 მაყურებელზე.
როგორც სიჭინავამ აღნიშნა, მთელი რიგი ინფრასტუქტურული პროექტების გათვალისწინებაა საჭირო - მაგალითად გადაადგილება ქალაქებში, აეროპორტები, სასტუმროები, საკვები ოებიქტები - ამ ყველაფერს უეფაში აქცევენ საკმაოდ დიდ ყურადღებას. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები