მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ეთნოგრაფიულ მუზეუმში ღვინის ფესტივალი დაიწყო

ეთნოგრაფიულ მუზეუმში ღვინის ფესტივალი დაიწყო. როგორც 'ინტერპრესნიუსს' სოფლის მეურნების მინისტრმა ბაკურ კვეზერელმა განუცხადა , ფესტივალი კარგი შესაძლებლობაა მომხმარებლისთვის, რომ გაიცნოს ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები.
'ამ ფესტივალზე მომხმარებელს შეეძლება გაიცნოს კომპანიები და უფასოდ გასინჯოს ეს ღვინოები. ხოლო თავად კომპანიებისთვის ეს რეკლამის კარგი საშუალება არის', - განაცხადა ბაკურ კვეზერელმა.
ფესტივალის ორგანიზატორია ღვინის კლუბი და როგორც კლუბის პრეზიდენტი მალხაზ ხარბედია ამბობს, წლევანდელ ფესტივალზე წარმოდგენილია ჯიშების თითქმის სრული სპექტრი.
'ფესტივალზე საკუთარი ღვინოები წარმოადგინა ოცმა მარანმა და ორმოცმა ოჯახურმა ღვინომ. გლეხებმა რეგიონებიდან ჩამოიტანეს ღვინოები და დამთვალიერებელს საშუალება აქვს, ეს ღვინოები დააგემოვნოს', - განაცხადა მალხაზ ხარბედიამ.
ფესტივალზე წარმოდგენილია ალავერდის მონასტერში დამზადებული ღვინოც. მალხაზ ხარბედიას ინფორმაციით, ფესტივალი რომელიც წელს მეორედ იმართება, ამიერიდან გაიმართება ყოველ მაისის მეორე შაბათ დღეს ჩატარდება. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები