მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ეკა ბერიძის შვილზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული

ჟურნალისტ ეკა ბერიძის შვილზე - ბექა ჯიბლაძეზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული. შსს-ს ინფორმაციით, მან საქართველოს საზღვარი ადამიანის დაჭრის შემდეგ მალევე დატოვა. 

როგორც 'ინტერნეტ.ჯი'-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა სალომე მახარაძემ განუცხადა, შემთხვევა 2 აგვისტოს, გვიან ღამით, ერთ-ერთი ბარში მოხდა.

თანხის გადახდის დროს შელაპარაკების შედეგად, ჯიბლაძემ ბარის თანამშრომელს თავის არეში ცივი იარაღით, ჭრილობები მიაყენა და ადგილიდან მიიმალა.

ჯიბლაძეს  ბრალი სსკ-ის 118-ე, 19-108-ე და 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით აქვს წაყენებული.

ამ დროისათვის დაკავებულია გასვიანი, რომელიც ინციდენტის დროს ბექა ჯიბლაძესთან ერთად იმყოფებოდა. გასვიანს ბრალი ხულიგნობის მუხლით აქვს წაყენებული.

რაც შეეხება დაშავებულს მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

Internet.ge

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები