მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ეკა ბესელია: აბდალაძე თავისი საქმის შესახებ სრულად სასამართლო პროცესზე ისაუბრებს

 

ფოტორეპორტიორ გიორგი აბდალაძის ადვოკატებმა გლდანის ციხე უკვე დატოვეს. როგორც ადვოკატმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, აბდალაძემ ადვოკატების ბევრ კითხვაზე პასუხის გაცემა ვერ შეძლო, რადგან ის იმყოფება საპყრობილეში და უჭირს ღიად საუბარი.

მისივე თქმით, აბდალაძე არ იყო თანახმა, რომ მისი აღიარება ნაჩვენები ყოფილიყო საჯაროდ. ბესელიას ინფორმაციით, დაკავებულმა ადვოკატებს უთხრა, რომ ის თავისი საქმის შესახებ სრულად ისაუბრებს სასამართლო პროცესზე, როდესაც ფოტორეპორტიორების საქმის არსებითი განხილვა გაიმართება.
რაც შეეხება საპროცესო შეთანხმებას, ეკა ბესელიას თქმით, აბდალაძეს სურს, ჩატარდეს სასამართლო პროცესი, ის იყოს საჯარო და ამის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას ამ საკითხზე.
აბდალაძესთან შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდნენ მისი ადვოკატები რამაზ ჩინჩალაძე და მერაბ ჩიქოვანი.

ჯეონიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები