მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ელექტრონული პირადობის მოწმობების გაცემა დღეიდან დაიწყება

 

ელექტრონული პირადობის მოწმობების გაცემა დღეიდან დაიწყება. ახალი მოწმობის აღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. დოკუმენტი განცხადების შეტანიდან 10 სამუშაო დღეში გაიცემა და მისი ფასი 30 ლარი იქნება.

აღნიშნულთან დაკავშირებით ბათუმის იუსტიციის სახლში ღონისძიებები გაიმართება. იუსტიციის სახლთან დღეს, 20:00 საათზე, მომღერალ ნინო ქათამაძის გრანდიოზული კონცერტი გაიმართება.

მოეწყობა ასევე ფილმის, სახელწოდებით 'მომავლის საქართველოს' პრეზენტაცია, რომელიც ID ბარათის ფუნქციებს და მომავალში მისი გამოყენების პერსპექტივებს ასახავს. პრეზენტაციას დაესწრებიან საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მთავრობის წერები და ასევე ბათუმში მყოფი უცხოელი სტუმრები. ღონისძიება გრანდიოზული ფეიერვერკით დასრულდება.

ჯეონიუსი

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები