მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ელისო კილაძემ ჟურნალისტებს ფარული ვიდეო-მასალა წარუდგინა

არასამთავრობო ორგანიზაცია 'ჩემი საქართველოს' თავმჯდომარემ, ელისო კილაძემ ჟურნალისტებს ფარული ვიდეო-მასალა წარუდგინა. 
როგორც კილაძე განმარტავს, კადრები ლადო ბედუკაძის მიერ არის გადაღებული და მასში კუდ-ის ინფორმატორი აღიარებს, რა დავალება ჰქონდა მიღებული 'სახალხო კრებასთან' დაკავშირებით, როგორ ევალებოდა ფარული ჩაწერები 'სახალხო კრებისა' და 'დემოკრატიული მოძრაობის' ოფისებში. 
მისივე ინფორმაციით, ბედუკაძემ ეს ჩანაწერები გიორგი ლომიას გადასცა, რადგან ფიქრობდა, რომ იგი ნამდვილად ნინო ბურჯანაძის 'პიარშიკი' იყო და სთხოვა ეს ჩანაწერები ბურჯანაძისთვის გადაეცა. 
'გიორგი ლომია, რომელიც 'წინააღმდეგობის მოძრაობის' ერთ-ერთი ლიდერია, ციხის კადრების გადაღების ერთ-ერთ ორგანიზატორად დასახელდა. ლომია სინამდვილეში თაღლითობისთვის გლდანის ციხის პატიმარი იყო და ორი წელი იხდიდა სასჯელს. იგი 2011 წელს გათავისუფლდა. გლდანის ციხეში ყოფნისას ის მუდმივად აცხადებდა, რომ ნინო ბურჯანაძის 'პიარშიკი' იყო. სწორედ ამიტომ გადასცეს მას ეს კადრები, თუმცა დაზუსტებული ინფორმაცია მაქვს, რომ ეს ჩანაწერები ლომიას ბურჯანაძისთვის არ მიუტანია', - აღნიშნა ელისო კილაძემ. 
იგი მზადყოფნას გამოთქვამს, ფარული ჩანაწერები გენერალურ პროკურატურას გადასცეს, რათა ამ საქმეზე გამოძიება ჩატარდეს და გაირკვეს, ვისი დავალებით ასრულებდა ეს პერსონა ფარულ ჩანაწერებს. 
'ჩემი აზრით, ეს სისხლის სამართლის დანაშაულია, საქმე უკანონო ფარულ გადაღებას, მიყურადებას და ა.შ ეხება', - დასძინა მან. 
თავად კადრებს რაც შეეხება, დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრაზე კილაძემ, ტექნიკური პრობლემების გამო, ფარული ჩანაწერები მედიის წარმომადგენლებს არ გადასცა.  

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები