მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ემიგრანტებმა 'ქართულ ოცნებას' იმ თანამემამულეების სიები გადასცეს, რომლებმაც არჩევნებისთვის საკონსულო აღრიცხვის გავლა ვერ შეძლეს

კოალიცია 'ქართული ოცნების' კანცელარიაში ემიგრანტებმა უცხოეთში მცხოვრები იმ თანამემამულეების სიები შეიტანეს , რომლებმაც არჩევნებისთვის საკონსულო აღრიცხვის გავლა ვერ შეძლეს.
როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ერთ-ერთმა ემიგრანტმა, მაია კობაიძემ განაცხადა, სხვადასხვა ქვეყნიდან ასეთი ათი ათასობით ადამიანია, რომლებმაც ვერ შეძლეს საკონსულო აღრიცხვის გავლა იმის გამო.
'ითხოვდნენ ცნობას საცხოვრებელი ადგილიდან, რაც ემიგრანტებისთვის შეუძლებელია, ხოლო მეორე პრობლემა არის ის, რომ დამატებითი რეგისტრაციის დღეები ასევე სამუშაო პერიოდში დაინიშნა',-აღნიშნა კობაიძემ. 
მისივე თქმით თავად სტამბულში ცხოვრობს უკვე რამდენიმე წელია და მისთვის ცნობილია, რომ თურქეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების 80-მდე პროცენტმა ვერ მოახერხა საკონსულო აღრიცხვის გავლა, ზემოაღნიშნული პრობლემების გამო.
'მე პირადად ვთხოვე საქართველოს კონსულს თურქეთში ზურაბ პატარაძეს ერთი კვირა დღე მაინც გამოეყო დამატებით, რაზეც უარი მივიღე',- აღნიშნა მაია კობაიძემ. 
მისივე თქმით, საკონსულო თურქეთში 10-დან 13.00 საათამდე მუშაობს და მუდმივად პრობლემები ექმნებათ საქართველოს მოქალაქეებს, რადგან ხან ეუბნებიან, რომ დაკავებულები არიან, ხან ვერ იცლიან.
'ცესკო-დან პასუხი ვერ მივიღეთ. გუშინ ემიგრანტების მიერ დაწყებული აქციის მიზანი იყო, ჩამოგვეტანა ინფორმაცია და ვინმესთვის მიგვეწოდებინა. ერთადერთი რეალური ოპოზიციური ძალა არის 'ქართული ოცნება'. ჩვენ ჩამოვიტანეთ უცხოეთში მყოფი საქართველოს ათი ათასობით მოქალაქის სიები. ამ სიებს თან ახლავს პასპორტის ასლები და პირადი ნომრები. ჩვენი თხოვნაა , გადაამოწმონ ეს სიები, რათა არ იქნას მათი პირადი ნომრები არჩევნების გაყალბებისთვის გამოყენებული', - განაცხადა მაია კობაიძემ.
ემიგრანტების განცხადებით, ეს არ არის სრული სია და დამატებით კიდევ მოახდენენ სიების წარდგენას.
ქართველ ემიგრანტთა დაახლოებით 100-კაციანი ჯგუფი, სხვადასხვა ქვეყნებიდან, სარფის გავლით საქართველოში გუშინ დაბრუნდა.  

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები