მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ენერგეტიკის მინისტრის პოსტი კოალიციამ მამუკა ნიკოლაიშვილს შესთავაზა

ახალ მინისტრთა კაბინეტში, ენერგეტიკის მინისტრის პორტფელი ივანიშვილმა მამუკა ნი­კო­ლა­იშ­ვი­ლს შესთავაზა. ეს ინფორმაცია პა­რიზ­ში მ­ყო­ფმა ნიკოლაიშვილმა უკვე დაადასტურა. მან განაცხადა, რომ ჯერჯერობით საქართველოში ჩა­მოსვლას ვერ ახერ­ხებს იმის გა­მო, რომ სა­ელ­ჩოს­თან, პას­პორ­ტის აღე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით პრობ­ლე­მე­ბი აქვს.

შეგახსენებთ, რომ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს მამუკა ნიკოლაიშვილს ჯერ სახელმწიფო მინისტრის მოადგილის პოსტი, შემდგომ კი ენერგეტიკის მინისტრის პოსტი ეკავა.

ნიკოლაიშვილის კანდიდატურას ეწინააღმდეგებოდა ოპოზიცია და აცხადებდა, რომ მამუკა ნიკოლაიშვილი პრეზიდენტ შევარდნაძის ვაჟის ახლო მეგობარი გახლდათ და ის ენერგოსექტორში შევარდნაძეების ოჯახის გავლენის გაზრდას შეეცდებოდა. მაშინ ოპოზიციურ ფრაქციებს მინისტრის კანდიდატურის დამტკიცებისას კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ.

internet.ge

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები