მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ერდოღანმა მიხეილ სააკაშვილს დემოკრატიულად ჩატარებული არჩევნებისთვის მადლობა გადაუხადა

საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა დემოკრატიულად ჩატარებული არჩევნებისთვის მადლობა გადაუხადა. 
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, თურქეთის პრემიერ-მინისტრსა და მიხეილ სააკაშვილს შორის, სატელეფონო საუბარი გაიმართა. 
'მხარეებმა საქართველოში შემდგარი საპარლამენტო არჩევნები განიხილეს. საუბრისას, რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა საქართველოს პრეზიდენტს დემოკრატიულად ჩატარებული არჩევნებისთვის მადლობა გადაუხადა და სრული მხარდაჭერა აღუთქვა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში. საუბრის დასასრულს, ერდოღანმა მიხეილ სააკაშვილთან უახლოეს მომავალში შეხვედრის სურვილიც გამოთქვა', - აღნიშნულია განცხადებაში.  

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები