მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ერევანი ნატოსთან თანამშრომლობას იწყებს

სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ მოლაპარაკებები გამართა ნატოსთან თანამშრომლობის თემაზე. ალიანსი აცხადებს, რომ ქვეყანას თავდაცვით სფეროში რეფორმების ჩატარებაში ყოველმხრივ დაეხმარება.

როგორც „კავკაზ-ონლაინი' იუწყება, სომხეთში სამუშაო ვიზიტით ჩასული იყო ამიერკავკასიის ქვეყნებში ნატოსთან ურთიერთქმედების ოფიცერი უილიამ ლახიუ.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ის მინისტრს შეხვდა და ნატო-სომხეთის თანამშრომლობის საკითხები განიხილა თავდაცვის სფეროს რეფორმირების, მისი გაფართოების შესახებ. ასევე განიხილეს რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები ამიერკავკასიაში.

ლახიუმ სომხეთის თავდაცვის სამინისტროს სამშვიდობო ბრიგადაც მოინახულა და „ჰუმანიტარული განაღმვის ექსპერტული ცენტრიც', სადაც სამშვიდობო და საბრძოლო სფეროებში სომხეთის მიერ მიღწეულ პროგრესს გაეცნო.

internet.ge

ე.შ

 

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები