მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ყრილობას საქართველოს 11 ქალაქში გამართავს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა' პარტიის რეგიონულ ყრილობას ზუგდიდის მთავარ მოედანზე, 11:00 საათზე გამართავს. ამის შესახებ „ინტერნეტ.ჯი' -ს მოძრაობის ზუგდიდის შტაბის ხელმძღვანელმა ლაშა დამენიამ განუცხადა.

მისი თქმით, ყრილობაზე სიტყვით საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც გამოვა.

მმართველი პარტია ყრილობის გამართვას საქართველოს 11 ქალაქში გეგმავს.

ნაციონალური მოძრაობის პრესსპიკერ ჩიორა თაქთაქიშვილის ინფორმაციით, ყრილობა ზუგდიდის ცენტრალურ მოედანზე სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ 11:00 საათზე დაიწყება, ოზურგეთში, ცენტრალურ მოედანზე, თეატრის შენობის წინ 12:00 საათზე, ბათუმში, ერას მოედანზე - 13:00 საათზე; ამბროლაურში, ცენტრალურ მოედანზე, გამგეობის წინ - 13:00 საათზე; ახალციხეში, რაბათის ციხის ზედა კარიბჭის მიმდებარე ტერიტორიაზე - 13:00 საათზე, ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე, მესხიშვილის თეატრის წინ - 14:00 საათზე; გორში, თეატრის წინ, ჭავჭავაძის ქუჩაზე - 16:00 საათზე; თელავში, ერეკლე მეორეს მოედანზე, თეატრის წინ - 17:30 საათზე; რუსთავში, თავისუფლების მოედანზე, მერიის წინ - 18:00 საათზე; მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძრის წინ, ავტოსადგომის მიმდებარე ტერიტორიაზე - 18:00 საათზე, ხოლო თბილისში- სპორტის სასახლეში 19:00 საათზე დაიწყება.

internet.ge

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები