მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ერიკ რუბინი - ერთგული ვრჩებით ჩვენი პოზიციისა, მხარი დავუჭიროთ საქართველოს, საკუთარი მისწრაფებები რეალობად აქციოს

ჩვენ ერთგული ვრჩებით ჩვენი პოზიციისა, მხარი დავუჭიროთ საქართველოს, ქართველ ხალხს და მთავრობას, რომ საკუთარი მისწრაფებები რეალობად აქციონ , - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ერიკ რუბინმა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. 
მისივე თქმით, საქართველოში იმყოფება იმისთვის, რომ განიხილოს ორმხრივი ურთიერთობები სტრატეგიული და უსაფრთხოების კუთხით. 
'ჩვენ ასევე აქ ვართ იმისთვის, რომ ვისაუბროთ, როგორ შეიძლება გავაგრძელოთ წინსვლა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების კუთხით, ევროკავშირსა და ნატო-ში გასაწევრიანებლად და როგორ გავაღრმავოთ ჩვენი პარტნიორობა ავღანეთსა და ბევრ სხვა სივრცეში, სადაც ქართველები და ამერიკელები ერთად მსახურობენ. ეს ძალზე წარმატებული ისტორიაა და ჩვენ ვაპირებთ, ეს ისტორია გავაგრძელოთ', - განაცხადა ერიკ რუბინმა.
მისივე თქმით, შეხვედრებისას ისაუბრებს იმაზეც, როგორ შეიძლება უზრუნველყოფილი იქნას წინსვლა ახალი მთავრობის პრიორიტეტების მიმართულებით, რაც ეკონომიკურ წინსვლას, სამუშაო ადგილების შექმნასა და სავაჭრო ურთიერთობების ჩამოყალიბებას გულისხმობს.
'აქ იმიტომაც ვარ, რომ განვიხილოთ, როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ ტრანზიციის პროცესს წარმატებული არჩევნების შემდგომ საქართველოში, როგორც ამაყ დემოკრატიაში. ჩვენ ერთგული ვრჩებით ჩვენი პოზიციისა, მხარი დავუჭიროთ საქართველოს, ქართველ ხალხს და მთავრობას, რომ საკუთარი მისწრაფებები რეალობად აქციონ. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი ურთიერთობით და ვაპირებთ, კვლავ გავაგრძელოთ მხარდაჭერის პოლიტიკა ყველა შესაძლო გზით. ამავე გზავნილს ჩავიტანთ ჟენევაშიც, რომელსაც მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდში მონაწილეობის მისაღებად ვეწვევით. დავაფიქსირებთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტთან მიმართებაში. ვიმედოვნებთ, შევძლებთ, მივაღწიოთ პროგრესს იმ სირთულეებთან მიმართებაში, რომელთაც ჩვენ ჟენევაში განვიხილავთ, მათ შორისაა ურთიერთობების გაუმჯობესება ყველა მონაწილე მხარეს შორის, ხალხთა შორის კონტაქტების ჩამოყალიბება და ზოგადი დაძაბულობის შემცირება', - აღნიშნა ერიკ რუბინმა. 
მისივე თქმით, აშშ მიესალმება რეგიონული ინტეგრაციის გაუმჯობესებას, რადგან მიიჩნევს, რომ ეს რეგიონის ყველა ქვეყნისთვის სასიკეთო იქნება. 
'გვჯერა, რომ უკეთესი ურთიერთობები საქართველოს საზღვრებზე მიღწევადია. რეგიონში არ არსებობს მიდგომა 'ყველაფერი ან არაფერი' და ჩვენ მხარს ვუჭერთ პრემიერ-მინისტრის მცდელობას, გააუმჯობესოს ქვეყნის ურთიერთობები რეგიონის ყველა ქვეყანასთან. შევეცდებით, ამ ყოველივეს მაქსიმალურად დავუჭიროთ მხარი ჟენევაში', - განაცხადა ერიკ რუბინმა. 
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილისა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა მთავრობის კანცელარიაში გაიმართა.

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები