მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ეროვნული გამოცდების შედეგების გამოცხადების გრაფიკი დღეს დასახელდება

გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი გამოცდების მიმდინარეობისა და შედეგების გამოცხადების გრაფიკის შესახებ დღეს, გამოცდების მედიაცენტრში ბრიფინგს გამართავს .
უცხოური ენების ჯუფის ხელმძღვანელი, ივა მინდაძე კი პედაგოგებს უცხოური ენის სასერტიფიკაციო გამოცდასთან დაკავშირებით ინფორმაციას მიაწვდის. სასერტიფიკაციო გამოცდა უცხოურ ენაში 5 ნაწილისაგან შედება. გამოცდა, გარდა წერითი, წაკითხულის გააზრებისა და მეთოდიკის ნაწილების, მოსმენისა და მეტყველების ნაწილებსაც მოიცავს.
დღეს, მეოთხე საგამოცდო კვირა მათემატიკაში პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდით გაგრძელდება. გამოცდა 09:00 საათზე, გამოცდისათვის რეგისტრცაია კი 08:00 საათზე დაიწყება. 
საგამოცდო დღის მეორე სესია აბიტურიენტთათვის გეოგრაფიის გამოცდით გაგრძელდება - რეგისტრაციის პროცესი 14:00 საათზე, გამოცდა კი 15:00 საათზე დაიწყება.
გამოცდების ეროვნულ ცენტრში მიმდინარეობს აბიტურიენტების, პედაგოგებისა და მაგისტრობის კანდიდატების ნაშრომების გასწორების პროცესი. საგამოცდო ნაშრომები ელექტრონულად სწორდება. ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოცხადება მიმდინარე კვირის ბოლოს ზოგადი უნარების გამოცდის შედეგებით დაიწყება. შედეგები გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე (www.naec.ge; results.naec.ge) განთავსდება. აბიტურიენტები სპეციალური საძიებო სისტემის მეშვეობით საკუთარი ნაშრომისა და შეფასების ნახვას შეძლებენ. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები