მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის განცხადება

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატი ირაკლი ალასანიას მიმართვას აქვეყნებს და განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ :
'20 მარტს ბიძინა ივანიშვილის კოალიციის წევრმა ირაკლი ალასანიამ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მიმართა. ირაკლი ალასანიას თქმით, მას გააჩნდა საფუძვლიანი მონაცემები დასავლეთ საქართველოში უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შექმნის შესახებ. მან ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატს მიაწოდა დოკუმენტი, რომელსაც სრულად ვაქვეყნებთ, რათა საზოგადოებას თავად ჰქონდეს შესაძლებლობა, იმსჯელოს, თუ რამდენად სერიოზულია წარმოდგენილი მონაცემები.
მოწოდებული მასალა არათუ არ შეიცავს რაიმე ღირებულ ინფორმაციას, მასში უბრალოდ ჩამოთვლილია მოქმედი სამხედრო მოსამსახურეებისა და პოლიციელების სახელები და გვარები, მათ შორის არიან საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრები, პოლიციის რეგიონული დანაყოფების უფროსები, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების მაღალი რანგის ოფიცრები.
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის გიგა ბოკერიას შეფასებით, 'სრულიად გაუგებარია მოსაზრება, რომ ჩვენი ქვეყნის პოლიცია და შეიარაღებული ძალები არაფორმალური, უკანონო შენაერთები არიან. მით უმეტეს აღმაშფოთებელი და უპასუხისმგებლოა სამოქალაქო ომის ან სირიის ქალაქ ჰომსის მსგავსი ტრაგედიის წინასწარმეტყველება საქართველოში',-ნათქვამია ეროვნული უშიშროების საბჭოს საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. 

nsc.gov.ge/geo/news

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები