მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ეროვნულ ბიბლიოთეკაში რელიგიური გაერთიანებების შესახებ ახალი წიგნის პრეზენტაცია გაიმართება

ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში დღეს კავშირი '21-ე საუკუნის' მიერ მომზადებული ახალი წიგნის - 'რელიგიური გაერთიანებების სტატუსისთვის საქართველოში' პრეზენტაცია გაიმართება .
ორგანიზატორთა ინფორმაციით, წიგნი პროექტის ,,საქართველოში რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლების დაცვისათვის~ ფარგლებში და ფონდ ,,ღია საზოგადოება საქართველოს~ ფინანსური მხარდაჭერით გამოიცა.
'იგი აერთიანებს რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლების, მათ შორის რელიგიური გაერთიანებების რეგისტრაციის მარეგულირებელ საერთაშორისო და რეგიონულ დოკუმენტებს, რელიგიური გაერთიანებების სამართლებრივი სტატუსის საკითხების ზოგად მიმოხილვას აშშ-სა და ევროგაერთიანების ქვეყნებში', _ ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, წიგნში დეტალურადაა ასახული საქართველოში არსებული რელიგიური სურათი და დამუშავებულია ქვეყანაში რელიგიური გაერთიანებების სტატუსის განვითარების ისტორია და დღევანდელი მდგომარეობა.
პრეზენტაციაზე მიწვეული არიან საქართველოში მოღვაწე 11 ძირითადი რელიგიური გაერთიანებების ლიდერები, პარლამენტის, იუსტიციის სამინისტროს, რეინტეგრაციის სამინისტროს, ასევე დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

'ინტერპრესნიუსი'

შ.კ.

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები