მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> 'ეს ის უჩა ნანუაშვილია რუსეთის მიერ წამოწყებულ ომში საქართველოს რომ თვლის აგრესორად'

'ილია ჭავჭავაძის საზოგადოება' სახალხო დამცველის მიერ გაკეთებული მოხსენებით აღშფოთებულია და მას ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულად აფასებს. 'ჩვენ აღშფოთებასა და პროტესტს გამოვთქვამთ სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის მოხსენების იმ ნაწილის გამო, რომელიც მიმართულია ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ და ასახავს პუტინისეული რუსეთის შეკვეთას. იმის მაგიერ, რომ, ნანუაშვილის ყურადღება ადამიანების ჩახოცვის წინააღმდეგ ყოფილიყო მიმართული, რაც სრულიად ბუნებრივი იქნებოდა, იგი იმეორებს აგრესორი ქვეყნის ბრალდებებს ჩვენი ქვეყნის მიმართ. ასეთ შემთხვევაში არავითარი მნიშვნელობა არა აქვს ვინ იყო მაშინ ხელისუფლებაში. აგრესორი და ოკუპანტი ქვეყანა მუდმივად ცდილობს საქართველო მის წინააღმდეგ ე.წ 'ბოევიკების' მომზადებასა და მათ რუსეთში შეშვებაში დაადანაშაულოს. ეს ანტისახელმწიფოებრივი ცილისწამება სიმართლესაც რომ წარმოადგენდეს, იგი სახელმწიფო საიდუმლოება უნდა იყოს და არც ერთი ოდნავ მაინც სახელმწიფოებრივად მოაზროვნე საქართველოს მოქალაქე ამგვარ დასმენას თავისი ქვეყნის წინააღმდეგ არ უნდა აკეთებდეს.

მაგრამ ეს ის უჩა ნანუაშვილია, რომელიც ჩვენი ტერიტორიების მისატაცებლად რუსეთის მიერ წამოწყებულ ომში საქართველოს თვლის აგრესორად და რომელიც საკუთარი ტერიტორიიდან დევნილ, გენოციდისა და ეთნოწმენდის მსხვერპლ ქართულ მხარეს მოუწოდებს ბოდიში მოიხადოს ანტიქართული ძალების წინაშე.

რასაკვირველია, ჩვენი მთავარი მოწინააღმდეგე რუსეთია, მაგრამ ის ნანუაშვილისნაირი ქართველების სამარცხვინო სიმრავლის გარეშე ვერასოდეს ვერაფერს მიაღწევდა საქართველოს წინააღმდეგ', - აღნიშნულია 'ილია ჭავჭავაძის საზოგადოების' მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ივერონი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები