მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> 'ექვსიანი' ხელისუფლებას ამომრჩეველთა ბიომეტრიული მონაცემებით რეგისტრაციას კიდევ ერთხელ სთავაზობს

ოპოზიციური 'ექვსიანი' ხელისუფლებას ამომრჩეველთა სიის ბიომეტრიული მონაცემებით რეგისტრაციას კიდევ ერთხელ სთავაზობს. ამ საკითხზე დაკავშირებით, 'ეროვნულ საბჭოში' 'ექვსიანმა' განცხადება გაავრცელა, რომელიც მედიის წარმომადგენლებს 'ხალხის პარტიის' ლიდერმა კობა დავითაშვილმა გააცნო. 
განცხადების თანახმად, საბოლოოდ დადასტურდა, რომ ამომრჩეველთა სიის შედგენა ამომრჩეველთა წინასწარი რეგისტრაციისა და ბიომეტრიული მონაცემების საფუძველზე, მოითხოვს არა ასეულ მილიონობით დოლარის დანახარჯებს და რამდენიმე წელს, როგორც ამას ხელისუფლება ამტკიცებდა, არამედ მაქსიმუმ 8 მილიონ დოლარს და 4-6 თვეს. 
ოპოზიციური 'ექვსიანის' ცნობით, კონკრეტული წინადადებები დაამუშავა კომპანია 'სმართ მატიკმა', რომლის წარმომადგენლებიც სპეციალურად ამ მიზნით იყვნენ ჩამოსულები საქართველოში. მათი გათვლები ეფუძნება როგორც სხვა ქვეყნებში განხორციელებული ანალოგიური პროექტების გამოცდილებას, ისე ქართულ რეალობას.
'ბიომეტრიული მონაცემებით ამომრჩეველთა რეგისტრაციას სჭირდება 10-ჯერ ნაკლები თანხა, 5-ჯერ ნაკლები დრო და ხელისუფლებამ დღეიდან უკვე დაიწყო ბიომეტრიული მონაცემებით ახალი პირადობის მოწმობების გაცემა. ამასთან, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ პოლიტიკური კონსესუსის მისაღწევად, იგი დათანხმდა ოპოზიციის შეთავაზებას პარლამენტის წევრთა რაოდენობის გაზრდის თაობაზე, რაც არასწორად მიაჩნდა. აქედან გამომდინარე, მივიჩნევთ, რომ არც ხელისუფლებას და არც რომელიმე ოპოზიციურ პარტიას აღარ რჩებათ არგუმენტები, რომ უარი თქვან ბიომეტრიული მონაცემების გამოყენებით ამომრჩეველთა წინასწარ რეგისტრაციაზე. შესაბამისად, ამ საკითხზე ფართო პოლიტიკური კონსესუსის მიღწევას, ხელი შეიძლება შეუშალოს მხოლოდ ერთადერთმა მიზეზმა - ამომრჩეველთა ზუსტი და სანდო სიების შესაქმნელად ხელისუფლების პოლიტიკური ნების არარსებობამ', - აცხადებენ 'ექვსიანში'
განცხადებას ხელს აწერენ 'ეროვნული ფორუმი', 'თავისუფალი დემოკრატები', 'კონსერვატიული პარტია', 'რესპუბლიკური პარტია', 'საქართველოს გზა' და 'ხალხის პარტია'. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები