მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> 'ეხო მასკვის' კითხვებს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, პრეზიდენტი და ხელისუფლების წარმომადგენლები უპასუხებენ

 

რადიო 'ეხო მასკვის' ეთერში მიმდინარე კვირას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ასევე  ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები ისაუბრებენ.

აღსანიშნავია, რომ კითხვებს უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, განათლების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ეკა ზღულაძე, ეკონომიკის ყოფილი მინისტრი კახა ბენდუქიძე, 'თავისუფალი დემოკრატების' ლიდერი ირაკლი ალასანია, 'დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს' ლიდერი ნინო ბურჯანაძე  აგრეთვე, მომღერალი ვახტანგ კიკაბიძე უპასუხებენ.

ცნობისთვის 'ეხო მასკვის' ვებგვერდზე კითხვების დასმა უკვე მიმდინარეობს, თუმცა მითითებულია, რომ ეთერის დრო დაზუსტდება.

ჯეონიუსი

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები