მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> 'ვაზისა და ღვინის შესახებ' კანონში ცვლილება შედის

დღეს, 5 აპრილს, პარლამენტი ქართული ღვინოების ეტიკეტზე სპეციალური ჰოლოგრამის ('მოწონებულია') გაუქმებასთან დაკავშირებულ კანონპროექტს პირველი მოსმენით განიხილავს. აღნიშნულთან დაკავშირებით ცვლილება შედის 'ვაზისა და ღვინის შესახებ' კანონში.

როგორც კანონპროექტშია განმარტებული, მისი შემუშავება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ჰოლოგრამების გამოყენების პროცესში უარყოფითი ტენდენციები გამოიკვეთა, რომელიც ნეგატიურად აისახა ქართული ღვინის ექსპორტზე.

კერძოდ, ჰოლოგრამის შემოღებამ განაპირობა არაჰოლოგრამიანი, მაგრამ ხარისხიანი პროდუქციის რეალიზების შეფერხება, რამაც რეალური პრობლემა შეუქმნა ღვინის ექსპორტს.

წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, 'ვაზისა და ღვინის შესახებ' კანონიდან 31-ე მუხლის მე-5 პუნქტის ამოღება მოხდება, რის საფუძველზედაც გაუქმდება 'სამტრესტთან' შექმნილი მუდმივმოქმედი სადეგუსტაციო კომისიის მიერ ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის დადებითად შეფასებისას პროდუქციის ეტიკეტზე 'სამტრესტის' მიერ სპეციალური ჰოლოგრამა აღნიშვნით - 'მოწონებულია' - დატანების ვალდებულება.

'ჯი-ეიჩ-ენი'

შ.კ.

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები