მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ვალერიან თელიას მართვის მოწმობა არ აქვს

შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამუდმებით იმას აპელირებს, რომ კანონი ყველა მოქალაქეზე თანაბრად ვრცელდება, თუმცა ფაქტები საპირისპიროს მეტყველებს. მინისტრმა დღეს,  ლამის გმირად შერაცხა  აჭარის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი,  ვალერიან თელია, რომელსაც ახალგაზრდა ასოციაციის წარმომადგენლებზე ძალადობაში სდებენ ბრალს. 

აღმოჩნდა, რომ ღარიბაშვილის ფავორიტი თელია, ავტომანქანას კანონის დარღვევით მართავდა. 

შს მომსახურების სააგენტოს ცნობით,  1979 წლის 7 აპრილს დაბადებულ მოქალაქე ვალერიანე თელიას სახელზე, შს მომსახურების სააგენტოს კომპიუტერული ბაზის მონაცემების მიხედვით, მძღოლის მართვის მოწმობა გაცემული არ არის.  დღეის მდგომარეობით,  მართვის უფლების შეჩერების ან შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია,  მონაცემთა ბაზაში აღრიცხული არ არის. 

საიასთვის მიწოდებულ ინფორმაციას, ხელს  მომსახურების სააგენტოს,  ბათუმის განყოფილების უფროსი, დ. გაბელაშვილი აწერს.  აღნიშნული დოკუმენტი,  შს მომსახურების სააგენტოდან,  საია-ს აჭარის ბიუროს ხელმძღვანელმა გია ქარცივაძემ გამოითხოვა. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტს,  გიორგი ხიმშიაშვილს და მასთან ერთად მყოფ,  კიდევ ორ პირს ბათუმში, გრიბოედოვის ქუჩაზე,  შს ბათუმის მთავარი სამმართველოს უფროსმა,  ვალერი თელიამ,   შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა და მათი მიმართულებით  ანთებული სიგარეტი ისროლა.

პრესა.GE

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები