მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ვალერი ჩხეიძე დღეს საქართველოში ბრუნდება

სასაზღვრო და დაზვერვის დეპარტამენტების ყოფილი უფროსი ვალერი ჩხეიძე საქართველოში ბრუნდება. როგორც 'ინტერპრესნიუსს'  ჩხეიძის ოჯახის წევრებმა აცნობეს, დევნილობაში მყოფი 64 წლის სამხედრო პირი საქართველოდან 2004 წლის ივლისში წავიდა.
ვალერი  ჩხეიძის შვილის, ვახტანგ ჩხეიძის თქმით, მამამისის საქართველოდან წასვლა 'ვარდების რევოლუციის' ხელისუფლების გამო მოუხდა.
'ვალერი ჩხეიძე სასაზღვრო დეპარტამენტიდან დაზვერვის დეპარტამენტში გადაიყვანეს. როგორც ის ამბობს, ეგონა, 'ვარდების რევოლუციით' მოსული ხელისუფლება ქვეყანას სწორ გზაზე დააყენებდა, მაგრამ ასე არ მოხდა. ხელისუფლების წარმომადგენლები მამას გამოცდილებას და აზრს არ ითვალისწინებდნენ, რეალურ გზას ასცდნენ და სხვა მიმართულებით წავიდნენ. ამას მოჰყვა კონფლიქტიც. უკვე სიბინძურეების შეთითხვნა დაიწყეს. ვალერი ჩხეიძეს ღირსებით უცხოვრია და ამიტომ ხელისუფლებისგან გაცლა და უკრაინაში გადახვეწა არჩია. ახლა დადგა დრო, დაუბრუნდეს სამშობლოს',-განაცხადა ვახტანგ ჩხეიძემ.
მისივე ინფორმაციით, ვალერი ჩხეიძე საქართველოში დღეს, მოსკოვი-თბილისის რეისით ჩამოფრინდება. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები