მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ვანო მერაბიშვილი გურამ ოდიშარიას თხოვნით მიმართავს

ვანო მერაბიშვილი რაბათის ციხის თემასთან დაკავშირებით დაგეგმილ დისკუსიაში მონაწოლეობის სურვილს გამოთქვამს და კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს თხოვნით მიმართავს, რომ მიწვეულ იქნას აღნიშნულ ღონისძიებაზე. 

ამის შესახებ ვანო მერაბიშვილმა 'ფეისბუქის' საკუთარ გვერდზე დაწერა

'მინდა გამოვეხმაურო კულტურის მინისტრის დღევანდელ განცხადებას, რომლის მიხედვითაც ზეგ, 5 აპრილს სამინისტროში 'რაბათ'-ის რეკონსტრუქციის თემაზე გაიმართება მრგვალი მაგიდა ექსპერტების მონაწილეობით. მინდა ვთხოვო ბატონ მინისტრს მიმიწვიოს აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად, ვინაიდან მე პირადად აქტიურად ვიყავი ჩართული აღნიშნული ციხის რეაბილიტაციის პროცესში და სიამოვნებით გავუზიარებ მრგვალი მაგიდის მონაწილეებს ჩემს მოსაზრებებს და გამოცდილებას'-წერს ვანო მერაბიშვილი 

ივერონი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები