მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ვანო მერაბიშვილი: მთავრობა სასწრაფოდ უნდა გადავიდეს მუშაობის საგანგებო რეჟიმზე

'ის მაჩვენებლები, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ 22 იანვარს გამართულ პრეზენტაციაზე და რომელსაც უარყოფდა საქართველოს მთავრობა, დადასტურდა 25 იანვარს, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ საქართველოს საგარეო ვაჭრობის შესახებ გამოქვეყნებული მონაცემებით',- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის' გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი „ფეისბუქის' საკუთარ გვერდზე წერს.

მერაბიშვილის განცხადებით, სტატისტიკის სამსახური სხვა მონაცემებსაც სავარაუდოდ უახლოეს მომავალში გამოაქვეყნებს.

„დღგ-ს ბრუნვების, სესხებისა და დეპოზიტების და მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მაჩვენებლები, აგრეთვე დაემთხვევა ჩვენს მიერ დასახელებულ ციფრებს. აღნიშნული ადასტურებს, რომ მთავრობა სასწრაფოდ უნდა გადავიდეს საგანგებო მუშაობის რეჟიმზე და მიიღოს გადამჭრელი ზომები, რათა თავიდან იქნას აცილებული საბიუჯეტო კრიზისი',- აღნიშნავს მერაბიშვილი.

შეგახსენებთ, რომ 22 იანვარს ვანო მერაბიშვილმა საქართველოს ახაილ მთავრობა საბიუჯეტო კრიზისის შექმნაში დაადანაშაულა და  2011-12 წელების ეკონომიკური მაჩვენებელი წარადგინა.

სადაც  ბოლო სამი თვის განმავლობაში ეკონომიკური მაჩვენებლის კლება შეინიშნება, როგორც ექსპორტ-იმპორტის შემთხვევაში, ასევე ქვეყნის პროდუქტის შიდა ბრუნვასთან მიმართებაში. 

ყოფილი პრემიერის ანგარიშის მიხედვით, 2011 წელს, პირველ კვარტალში 5.8%-იანი ზრდა იყო, მეორეში -  6.0,  მესამე კვარტალში - 7.9, მეოთხე კვარტალში - 8.5. მსგავსი ტემპი 2012 წელსაც გრძელდებოდა. პირველ კვარტალში ეკონომიკური მაჩვენებლის 6.5% ზრდა ფიქსირდებოდა, მეორეში - 8.2 მესამე კვარტალში -  7.5 . რაც შეეხება მეოთხე კვარტალს, აქ პრემიერის თქმით, ძალიან ცუდი მაჩვენებელია. ეკონომიკის ზრდა მხოლოდ 2.3%-ით ფიქსირდება, რაც არის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ბოლო სამი წლის განმავლობაში.

მერაბიშვილმა აღნიშნული კრიზისის გამომწვევ მიზეზებზეც ისაუბრა.

კრიზისის გამომწვევ ერთ-ერთ მიზეზად ყოფილმა პრემიერმა ბიზნესების მასობრივ შემოწმება დაასახელა. ასევე შეჩერებული ინფრასტრუქტურული პროექტები და რაც ყველაზე მთავარია, მერაბიშვილის თქმით,  დღევანდელ მთავარობას არ გააჩნია ერთიანი, მკაფიო ეკონომიკური მოქმედების გეგმა.

პრესა.GE

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები