მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ვანო მერაბიშვილი: მოვუწოდებ ივანიშვილს დაანებოს თავი რიგით პოლიციელებზე ზეწოლას

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც მოქმედი პრემიერის ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებზე საუბრობს. მერაბიშვილი ივანიშვილს მოუწოდებს რიგით პოლიციელებზე ზეწოლა შეწყვიტოს.

ვანო მერაბიშვილი: ''საქართველოს ხელისუფლებამ ციხიდან გამოუშვა ექსტრემისტი ჩახალიანი და პარალელურად იწყებს დევნას ყველა იმ პირის წინააღმდეგ, ვინც ახალქალაქში გაანეიტრალა სეპარატიზმის საფრთხე და გააძლიერა საქართველოს სახელმწიფოებრიობა.

მინდა განვაცხადო, რომ ყველა ღონისძიება რაც სამცხე-ჯავახეთში უკანასკნელ წლებში ხორციელდებოდა, შეთანხმებული იყო ჩემთან და მე პირადად მზად ვარ „პასუხი ვაგო' ამ ქმედებებზე. თუ ივანიშვილის მიზანი არ არის სახელმწიფო ინსტიტუტების დანგრევა და პოლიციის დისკრედიტაცია, მოვუწოდებ დაანებოს თავი რიგით პოლიციელებზე ზეწოლას.

თუ საქართველოს ახალ მთავრობას სურს გაიგოს, რა ღონისძიებები გატარდა აღნიშნულ რეგიონში სეპარატიზმის საფრთხის გასანეიტრალებლად, ეს მხოლოდ ჩემი დაკითხვით არის შესაძლებელი. მე და ჩემი მეგობრები კვლავ გავაგრძელებთ საქართველოში და სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფოებრიობის გაძლიერებას და ივანიშვილი თავისი ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებით ამას ხელს ვერ შეუშლის.''

პრესა.GE

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები