მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ვანო მერაბიშვილი: პატიმართა წამებაში მონაწილე ყველა პირი დაპატიმრებულია ან ძებნაში იმყოფება

პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი დღეს, ხაშურში გამართულ მთავრობის სხდომაზე, სასჯელაღსრულების სისტემაში მოხდარ პატიმრების წამების ფაქტებს გამოეხმაურა.

მერაბიშვილის განცხადებით, ყველა პირი, რომლებიც პატიმართა წამებაში მონაწილეობდნენ დაპატიმრებულია, ან ძებნაში იმყოფება.

„ჩადენილი დანაშუალი აღმაშფოთებელია. ყველა ვინც ამ სამქეშია ჩარეული დაპატიმრებულია, ან ძებნაში იმყოფება. ისინი წარსდგებიან მართლმსაჯულბის წინაშე.

როგორც ჩვენ პოლიციაში აღვკვეთეთ წამების ფაქტები, ისე იქნება სასჯელაღსრულების სისტემაშიც. უნდა გამოირიცხოს პატიმრების წამებისა და ღირსების შემლახავა ფაქტები',- განაცხადა მერაბიშვილმა.

internet.ge 

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები