მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ვანო მერაბიშვილი: სამწუხაროა, რომ მე და ჯონდი ბაღათურია ბარიკადების სხვადასხვა მხარეს ვართ

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ვანო მერაბიშვილი წუხილს გამოთქვამს, რომ ის და ოპოზიციონერი დეპუტატი ჯონდი ბაღათურია ბარიკადების სხვადასხვა მხარეს დგანან.

ამის შესახებ პარალმენტში, კომიტეტის სხდომაზე მერაბიშვილმა მას შემდეგ განაცხადა, რაც ჯონდი ბაღათურიამ კითხვებით მიმართა. 

ოპოზიციონერი დაინტერესდა თუ რა დაჯდა პრეზიდენტის რეზიდენცია, ქუთაისის პარლამენტი და იუსტიციის სახლი. ასევე, კანონმდებელი დაინტერესდა რა უშლიდა ხელისუფლებას ხელს, რომ აქამდე უმუშევრობა აღმოეფხვრა.

მერაბიშვილმა ბაღათურიას უპასუხა, რომ ყველა მის კითხვაზე ინფორმაციას მიაწვდის.

„ჩვენი მეგობრობის იმედი მაქვს, სამწუხაროა, რომ ბარიკადების სხვადასხვა მხარეს ვართ. მოგაწვდით ყველა ინფორმაციას',-განაცხადა მერაბიშვილმა.

ამ წუთებში მერაბიშვილი ფრაქცია „ძლიერი საქართველოსთვის' წევრებთან იწყებს შეხვედრას. მასთან ერთად არიან: ხატია დეკანოიძე, ბაჩო ახალაია და დალი ხომერიკი. 

internet.ge 

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები