მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ვანო მერაბიშვილმა ახალი მინისტრი წარადგინა

დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანამშრომლებს ახალი მინისტრი - თორნიკე გორდაძე წარუდგინა.

პრემიერ-მინისტრმა ყოფილ მინისტრს - გიორგი ბარამიძეს, რომელმაც დაკავებული თანამდებობა 1- ელი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზნით დატოვა, გაწეული საქმიანობისათვის მადლობა გადაუხადა, ხოლო ახალ მინისტრს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

თორნიკე გორდაძე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე 2010 წლის 25 ივნისიდან იმყოფებოდა და ევროკავშირთან ურთიერთობების მიმართულებას ხელმძღვანელობდა.

internet.ge

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები