მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ვაშაძე ეგვიპტეში გაემგზავრება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე 1–2 მარტს ეგვიპტეში ვიზიტს გეგმავს პოსტ–რევოლუციური განვითარების გამოცდილების გაზიარების მიზნით. 

'ჩვენ იმედი გვაქვს, რომ შეგვიძლია საინტერესო რჩევები მივცეთ მათ, თუ როგორ შეიძლება შედარებით მოკლე პერიოდში მსგავსი ვითარებიდან დემოკრატიული და წარმატებული განვითარების გზაზე დადგომა,“– განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ 28 თებერვალს გამართულ ბრიგინგზე და დასძინა, რომ საქართველოს გამოცდილების გაზიარების კუთხით ეგვიპტის მხრიდან 'დიდი ინტერესია“.

ვიზიტის ფარგლებში ვაშაძე თავის ეგვიპტელ კოლეგას აჰმედ აბულ გეითს და ასევე არაბულ სახელმწიფოთა ლიგის გენერალურ მდივანს ამრ მუსას შეხვდება. ამ უკანასკნელმა 27 თებერვალს განაცხადა, რომ ეგვიპტის პრეზიდენტის პოსტზე კენჭისყრა სურს.

კალანდაძის თქმით, ვიზიტის ორგანიზება საქართველოს ხელისუფლების ინიციატივა იყო, რაზეც 'დაუყონებლივი თანხმობა მივიღეთ“.

მან ასევე განაცხადა, რომ ამ ვიზიტს უპირველეს ყოვლისა პოლიტიკური დატვირთვა აქვს, რადგან საქართველოს სურს ეგვიპტესთან 'არა მხოლოდ კეთილმეგობრული, არამედ სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები გააჩნდეს და მოიაზრებდეს მას, როგორც პოლიტიკურ მოკავშირეს“.

ორი კვირის წინ, მაშინ როცა ეგვიპტის რევოლუციის შედეგად 30–წლიანი მმართველობის შემდეგ ჰოსნი მუბარაქი პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგა, საქართველო მიესალმა 'დემოკრატიულ პროცესებს“ ეგვიპტეში. ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, მსგავსი მოვლენები საქართველომ 2003 წლის ვარდების რევოლუციის დროს გაიარა.

სივილ ჯორჯია

მ.ბ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები