|
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ვოშინგტონში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სტრატეგიულ და საერთაშორისო სწავლებათა ცენტრში სიტყვით გამოვიდა.
სამხრეთ კავკასიის თემისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე გრიგოლ ვაშაძემ რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხებზე ისაუბრა; მიმოიხილა ენერგეტიკული და ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა და ამ პროცესის სწრაფი ტემპებით განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ქართველმა დიპლომატმა ყურადრება გაამახვილა საქართველო-ევრკავშირისა და საქართველო-ნატოს ურთიერთობებზე; ისაუბრა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე და მთლიანად რეგიონის წინაშე არსებულ საფრთხეებსა და გამოწვევებზე.
სიტყვით გამოსვლის შემდეგ, გრიგოლ ვაშაძემ ექსპერტებისა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.
'რუსთავი 2'
შ.კ.
|
|
მსგავსი თემები
|
|
|
|