მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ვაშაძე: „აუცილებლად ჩავისუნთქავთ საქართველოდან გასული ბოლო რუსული БТР-ის ბოლს“

 

ჩვენ აუცილებლად გავხდებით იმის მოწმე, თუ როგორ გადაკვეთს ბოლო რუსული БТР-ის საქართველო-რუსეთის საზღვარს. ჩვენ აუცილებლად ვნახავთ ამას და ამ ჯავშანმანქანიდან ამოფრქვეულ ტკბილ ბოლს ჩავისუნთქავთ - ამას გპირდებით.- განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ რადიოსადგურ 'ეხო მოსკვისათვის' მიცემულ ინტერვიუში.

'არავითარ კონკრეტულ თარიღებზე მე საუბრისათვის, რა თქმა უნდა, მზად არ ვარ. მე მზად ვარ ვისაუბრო იმაზე, რომ დღესა და ღამეს გავასწორებთ იმისათვის, რომ თარიღი, რომელიც დეოკუპაციის საკითხის გადაწყვეტას ემსახურება, მოვაახლოვოთ.

რა თქმა უნდა ახლა ჩემს თავზე პასუხისმგებლობის აღებას და იმაზე ლაპარაკს არ ვაპირებ, რომ მაგალითად 2015 წლის გამარჯვების დღეს, 8 მაისს ჩვენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღვადგენთ. მაგრამ ეს იქნება, აუცილებლად იქნება და მე თქვენთან ერთად იმის მოწმე გავხდები, თუ როგორ გადაკვეთს ბოლო რუსული ჯავშანმანქანა საქართველო- რუსეთის საზღვარს.

ჩვენ აუცილებლად ვნახავთ ამას. აი იმას კი ვერ გეტყვით, ყვავილებით გავაცილებთ მათ, თუ არა, მაგრამ ქუდს მაღლა ავაგდებთ და ამ ჯავშანმანქანიდან ამოფრქვეულ ტკბილ ბოლს ჩავისუნთქავთ - ამას გპირდებით', - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

GHN

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები