მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ვაშაძე: მზად ვართ, რუსეთთან მოლაპარაკებები გავმართოთ

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაზე რუს ჟურნალისტ, ალექსეი ვენედიკტოვთან ინტერვიუში საუბრისას აცხადებს, რომ  საქართველოს პრეზიდენტი და მთავრობის წამომადგენლები ნებისმიერ დროსა და ადგილას, ნებისმიერ დონეზე, ნებისმიერ თემაზე, ყოველი წინაპირობის გარეშე მზად არიან რუსეთთან დიალოგი გამართონ.

ჟურნალისტის თქმით კი  „რუსეთის ხელისუფლება გაიძახის, რომ საქართველოდან დიალოგს ნებისმიერთად გამართავს სააკაშვილის გარდა'.

რუსი ჟურნალისტის მხრიდან გაჟღერებულ ამ კონტრ-არგუმენტს, საქართველოს საგარეო მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ შემდეგი პასუხი გასცა:

 „და რა პრობლემაა? ყველას აქვს ჩემი მობილური. რაშია საქმე არ მესმის. საქართველოს პრეზიდენტს ჩავსვამ ჩემოდანში და ჩამოვიყვან მოლაპარაკებებზე. არ ჩაეტევა. ის 2 მეტრზე მეტია. ვაშაძეც არ მოგწონთ? მაშინ შაშკინს დაელაპარაკეთ, ალბათ ის უფრო მოგწონთ, დაელაპარაკეთ მერაბიშვილს, არც ის მოგწონთ? მაშინ თუ არავინ არ მოგწონთ, უკაცრავად და რატომ მოგეწონებათ მომდევნო ელიტა? თქვენ რა გგონიათ ივანიშვილი... რადგან საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა, და გამარჯვება შეუძლია, ის რა სოხუმსა და ცხინვალში საელჩოს გახსნის? თუ რუსეთს რკინიგზას აჩუქებს? თუ ღამით დივერსიულ ააფეთქებას მოაწყობს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის გაზსადენზე. ნურას უკაცრავად! ისევ იგივე იქნება. გამსახურდია, შევარდნაძე და სააკაშვილი ერთმანეთისგან განსხვავებულები არიან იდეოლოგიურად,  საქართველოს სამივე პრეზიდენტს მხოლოდ ერთი რამ აერთიანებს - ისინი არ დათმობდნენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს. ყველაფერი სხვა, მოლაპარაკებისა და შეთანხმების საგანია. უბრალოდ არავინაა რომ დაელაპარაკო',- განაცხადა ვაშაძემ.

ტრიბუნა

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები