მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ვაშაძის უწყების განცხადებით, დავით გარეჯში გადაადგილების შეზღუდვა მოხსნილია

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანთან სადავო ტერიტორიებზე ტურისტებისა და მომლოცველებისთვის შეზღუდვა მოხსნილია.

როგორც ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე გრიგოლ ვაშაძის მოადგილემ, ნიკოლოზ ვაშაკიძემ ჟურნალისტებს განუცხადა,  აღნიშნულ საკითხებს ორი ქვეყანა აზერბაიჯანში, დელიმიტარიზაციის კომისიების შეხვედრაზე დაუბრუნდება.

„დელიმიტაციის ამომავალ წერტილად აღებულია ორ რესპუბლიკას შორის საბჭოთა კავშირის დროინდელი ადმინისტრაციული საზღვარი.  ამჟამად დავით გარეჯის სამონასტრო კომპლრქსის 90 პროცენტი საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება. არის გარკვეული ტერიტორირიები, სადაც პრობლემა არსებობს, თუმცა ამ საკითხის მოგვარება ხანგრძლივი პროცესია. სამონასტრო კომპლექსში მომლოცველებსა და ტურისტებს გადაადგილებაში ხელი არ ეშლებათ',- განაცხადა ვაშაკიძემ.

internet.ge

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები