მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ვაშინგტონი ეჭვობს, რომ ევროპული და აზიური ბანკები ირანთან ფარულად თანამშრომლობენ

 

ვაშინგტონს ევროპისა და აზიური ბანკების მიმართ გაუჩნდა ეჭვი, რომ ისინი ირანის ფინანსურ სტრუქტურებთან განხორციელებულ ტრანზაქციებს მალავენ.

ამიტომ კონგრესი ამზადებს კანონპროექტს, რომლის მიღების შემთხვევაში აშშ-ში ანგარიშების მქონე უცხოური ბანკები ვალდებულნი იქნებიან, ირანულ ფინანსურ სტრუქტურებთან განხორციელებული ოპერაციების შესახებ ხელისუფლებას მოახსენონ.

მზადების პროცესში მყოფი კანონპროექტის თანახმად, უცხოური ბანკები, რომლებსაც ამერიკის შეერთებულ შტატებში ანგარიშები აქვთ, ვალდებულნი იქნებიან ფინანსთა სამინისტროს მიაწოდონ ამომწურავი ინფორმაცია ირანულ ბანკებთან და კომპანიებთან განხორციელებული ნებისმიერი ოპერაციის შესახებ.

საუბარია არა მხოლოდ საბანკო ოპერაციებზე, არამედ ნებისმიერი სხვა მომსახურების მიწოდებაზე.

გასული წლის ბოლოს ვაშინგტონმა შემოიღო სანქციები თეირანის წინააღმდეგ, რომლებიც, პირველ რიგში, ირანის საბანკო და ნავთობის სფეროსკენაა მიმართული. ამერიკის ხელისუფლების განცხადებით, ამ ზომების მიზანია, შეზღუდოს ისლამის რესპუბლიკის ბირთვული ამბიციები. თუმცა თეირანი ბრალდებებს უარყოფს.

onlinenews.ge 

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები